შპს ”თბილისის უნივერსიტეტის” საგარეო ურთიერთობათა სამსახურის დროებითი დებულება (პროექტი)
შპს თბილისის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ფუნქციონირებს 2007 წლიდან. დეპარტამენტის საქმიანობას წარმოადგენს შპს თბილისის უნივერსიტეტსა და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით თუ საგანმანათლებლო ცენტრებს შორის მჭიდრო კონტაქტების ჩამოყალიბება.
ჩვენი მიზანია:
- დასავლეთის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გაფორმება სასწავლო-სამეცნიერო, აგრეთვე სტუდენტური სპორტისა და ხელოვნების მიმართულებით;
- პარტნიორი უნივერსიტეტების სასწავლო გეგმებთან და პროგრამებთან ჩვენი გეგმების და პროგრამების ჰარმონიზება;
- პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დამუშავება (საგრანტო კონკურსებში კოლაბორატორობის ინსტიტუტის გამოყენება და ა.შ.);
- ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას ცნობილი უცხოელი პროფესორების მოწვევა მეცნიერ-ხელმძღვანელთა რანგში;
- საზღვარგარეთის უნივერსიტეტებისა და შპს თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ჩვენი საბიბლიოთეკო ფონდის გამდიდრების მიზნით;
- ცნობილი უცხოელი პროფესორების პერიოდული მოწვევა ერთჯერადი ლექციების ან სალექციო კურსების ჩასატარებლად;
- ცნობილი უცხოელი მეცნიერების მოწვევა სადოქტორი ნაშრომების საოპონენტო შეფასებისათვის.